მერის მოადგილე სცემეს, მოქალაქე დაკავებულია

რუსთავის მერის მოადგილეს სცემეს. გოჩა ლორიას ფიზიკური დაზიანებები ერთ-ერთმა მოქალაქემ მერიის შენობაში მიაყენა. არსებული ინფორმაცით, დანაშაული საჯარო მოხელის საქმიანობას უკავშირდება.

რუსთავის მერია ინფორმაციას ადასტურებს:

“მერის ადმინისტრაციის შენობაში გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია. საქმე გადაცემულ იქნა სამართალდამცველი ორგანოებისთვის და მიმდინარეობს გამოძიება,”- განაცხადა რუსთავის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

ძალადობის ფაქტი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. მომხდარის გამო, დაკავებულია ერთი პირი.

მსგავსი თემები