“მოსალოდნელია, რომ საპროტესტო აქციების შედეგად ახალ კლასტერებსა და ეპიდემიის ახალ აფეთქებებს ვიხილავთ” – ამერიკელი ქირურგი

აშშ-ის მთავარი ქირურგის, ჯერომ ადამსის განცხადებით, იმის საფუძველი არსებობს, რომ აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებს შორის შეიძლება კორონავირუსი გავრცელდეს.

„შეშფოთებული ვარ იმ შედეგებით, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის შეიძლება დადგეს. პროტესტები ისე მიმდინარეობს, რომ საფრთხეს უქმნის მის მონაწილეებს. იქედან გამომდინარე, თუ როგორ ვრცელდება ვირუსი, საკმაოდ მოსალოდნელია, რომ ახალ კლასტერებს და ახალ აფეთქებებს ვიხილავთ“, – განაცხადა აშშ-ის მთავარმა ქირურგმა.

მსგავსი თემები