„მეუფე პეტრე პოლიტიკაში“ – ეს სისულელეა“ – მღვდელმონაზონი ანდრია

მღვდელომონაზონი ანდრია, მეუფე პეტრეს პოლიტიკაში შესაძლო მისვლას აბსურდულ ინფორმაციას უწოდებს, სასულიერო პირი მეუფე პეტრეს განცხადებას განმარტავს.

„მეუფე პეტრეს არ უთქვამს, რომ ის პოლიტიკაში მოდის, მან დააკონკრეტა, რომ მამულიშვილურ საქმიანობას,რასაც ის დღესაც აკეთებს თუ ამას უწოდებთ პოლიტიკას, მაშინ იყოს ეს პოლიტიკა, ის, რომ თითქოს მან აღნიშნა სადმე, თითქოს, რომელიმე პარტიის სახელით  კენჭს იყრის, – ეს არის სისულელე.

ეს არის იმ ნაგავთან და სიბინძურესთან ბრძოლა, რაც დაგროვდა ეკლესიაში. არსად არ თქმულა, არც მეუფისგან და არც ჩემგან პოლიტიკაში წასვლაზე, თუ ჩვენ განვიკვეთებით და ისინი ამ უკანონობას ხელს მოაწერენ და დადასტურდება ის ფაქტები, რასაც ჩვენ ვამბობთ, პირიქით ისინი უნდა განიკვეთონ, არსად არ ვაპირებ წასვლას ეკლესიიდან,“ – განაცხადა მღვდელმონაზონმა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაში, აუცილებელიაწყაროსდალინკისმითითება

მსგავსი თემები