„ვთვლი, რომ ხალხის ზურგს უკან მიმდინარე გარიგებებს მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ“ – დავით ჭიჭინაძე

 „რაზეც დღეს ოპოზიციური პარტიების ნაწილი და ხელისუფლება ვაჭრობს, არა მგონია ხალხისთვის ან მნიშვნელოვანი, ან საინტერესო იყოს. მითუმეტეს, რომ ეს წარმოდგენილი ვარიანტი ისიც კი არ არის, რასაც ხალხი ითხოვდა.“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატის დავით ჭიჭინაძე და არ აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს.

დავით ჭიჭინაძე 8 მარტის შეთანხმებას „ხალხის ზურგს უკან მიღებულ გარიგებად” აფასებს:

„მე 2019 წლის ნოემბერში დავუჭირე მხარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რადგან ეს იყო ხალხის მოთხოვნა და ხალხის მონაპოვარი. მაგრამ იმის შემდეგ რა მოვლენებიც განვითარდა, ამ მოლაპარაკებებში ხალხი  აღარ მონაწილეობდა. ეს უკვე პირადად ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების სავაჭრო თემა გახდა. აქედან გამომდინარე, მე არ ვთვლი, რომ რასაც ესენი ვაჭრობენ, ის ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მისაღებია.

ამასთან, 8 მარტის ხელშეკრულების არც მხარდამჭერი ვიყავი, არც მონაწილეობა მიმიღია და ვთვლი, რომ ხალხის ზურგს უკან მიმდინარე გარიგებებს მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ.“

მსგავსი თემები