„როცა ვამბობდი, რომ ვირუსი არ დამთავრებულა, ქილიკობდნენ და აი შედეგიც“ – პაატა იმნაძე

პაატა იმნაძის ინფორმაციით, ვირუსი არსად წასულა და და ეს ყველამ უნდა გაიაზროს. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, კვლევები გრძელდება და შემთხვევების რაოდენობაც მოიმატებს, თუმცა, ვითარება კონტროლირებადია.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში ორივე სოფელი ჩაკეტილია და სიტუაცია სრულად კონტროლდება. შესაბამისად, არ დგას იმისი საჭიროება, რომ ბოლნისი ჩაიკეტოს და მკაცრი შეზღუდვები დაწესდეს, თუმცა, მოსახლეობა უნდა გაფრთხილდეს. რეგულაციების მოხსნა არ  ნიშნავს, რომ ვირუსი გაქრა, ვირუსი ჩვენთან ერთად ცხოვრობს და ის არსად წასულა. რაც შეეხება ე.წ. საბურთალოს კლასტერს, ყველა კონტაქტი გამოკვლეულია და მიმდინარეობს მუშაობა. საგანგაშო არაფერია. როცა ვამბობდი, რომ შემთხვევები მოიმატებს და ამიტომ საჭიროა გაფრთხილება, ქილიკობდნენ. შედეგი სახეზეა“ – განაცხდა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავართან ინტერვიუში.  

შეგახსენებთ, რომ “კორონავირუსის” 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.     

მსგავსი თემები