საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი.

ამ დროისთვის, საქართველოში  კორონავირუსის 783 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 605-ს შეადგენს.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3031 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 262.

მსგავსი თემები