“საქართველოში „პლაქვენილით“ ნამკურნალებ არც ერთ ავადმყოფზე გართულება არ დაფიქსირებულა” – ამირან გამყრელიძე

“საქართველოში „პლაქვენილით“ ნამკურნალებ არც ერთ ავადმყოფზე გართულება არ დაფიქსირებულა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

გამყრელიძემ საზოგადოებას შეახსენა, რომ არც ერთ წამალს არ აქვს პირდაპირ კორონავირუსულ ინფექციაზე პირდაპირი ზემოქმედების უნარი და სიმპტომების მიხედვით ხდება მკურნალობის დანიშვნა.

​„პლაქვენილის“ შეჩერება მოხდა გაიდლაინებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე, რადგან დაიდო რამდენიმე კვლევა, მათ შორის ერთ-ერთი, ბოლო რომელიც გამოქვეყნდა „ლანცეტში“. მაგრამ, ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოში „პლაქვენილით“ ნამკურნალებ არც ერთ ავადმყოფზე გართულება არ დაფიქსირებულა და „პლაქვენილი“ დღესაც კიდევ გამოიყენება მრავალი ქვეყნის სხვადასხვა გაიდლაინებში.

გარდა ამისა, ხაზს ვუსვამ, „პლაქვენილი“ არის კარგად შესწავლილი პრეპარატი, ეს არ არის ახალი პრეპარატი. უბრალოდ, „კოვიდის“ დროს იქნა გამოყენებული დაკვირვებისა და ანალიზის შემდეგ. არის კვლევები, სადაც პირიქით, მისი უპირტესბოა არის ნაჩვენები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დროებით შეაჩერა მისი სოლიდარობის დიდ კვლევაში „პლაქვენილის“ ჩართვა, როგორც ერთ-ერთი იმ ოთხ მედიკამენტთან ერთად შესაძლო გამოყენების, ასე ვთქვათ, ეფექტურობის შესასწავლად.

დაველოდოთ სხვა ბევრ კვლევას. ამ ეტაპზე, საქართველოში შეჩერდა მისი დანიშვნა, მაგრამ იცით, არც ერთ წამალს არ აქვს პირდაპირ კორონავირუსულ ინფექციაზე პირდაპირი ზემოქმედების უნარი. ამიტომ, ამ დაავადების მკურნალობა არის, იყო და რჩება დღეს მხოლოდ სიმპტომური და სინდრომული. წინა პლანზე რა არის – ტემპერატურის დაწევის საშუალებები, ყველაზე მთავარი ჟანგბადის მიწოდება, ასევე რიგი კვლევები, რომელიც ჩვენთან გამოიყენეს სხვადსხვა მონოკლონური ანტისხეულები, გამოჯანმრთელებულთა პლაზმის გადასხმა თუ სხვა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები