„საბურთალოს კლასტერის“ ინფიცირების წყარო ექიმია, 50-მდე კონტაქტი უკვე გამოიკვლიეს

„ეს გახლავთ „საბურთალოს კლასტერი“ და მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებული ყველა კონტაქტის კვლევა,“ – ეს განცხადება დაავადებათა კოტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ინფიცირების წყარო მისი კოლეგაა.  

„უკვე გამოკვლეულია 50-მდე კონტაქტი. ამ კონტაქტებიდან, გარდა გუშინწინ დადგენილი ორისა, ანუ პირველწყაროსი,  მათ კონტაქტებს დაუდგინდა „კოვიდინფექცია“ და კონტაქტების კვლევა ამ წუთშიც გრძელდება. ეს ახალჩამოყალიბებული კლასტერი, ესენი არიან ერთი ოჯახი და ოჯახის ძალიან ახლო კონტაქტები. ინფიცირების პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობთ, უნდა იყოს ჩემი კოლეგა და შემდგომ იქიდან გავრცელებული ოჯახში და ოჯახის ახლო კონტაქტებში ინფექცია“ – განაცხადა გამყრელიძემ.  

მისივე ინფორმაციით, ყველა ადამიანი, ვინც იყო კონტაქტში და გამოვლინდა, რომ არის პოზიტიური კოვიდ დადებითი, ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში, ხოლო კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს და ისინი გადადიან კარანტინში.

მსგავსი თემები