სომხეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით ქვეყანამ ერთ მილიონ მოსახლეზე, საფრანგეთსა და ირანს გაუსწრო.
ნიკო ფაშინიანის თქმით, ასეთი ტემპებით სომხეთმა, შესაძლოა, იტალიასაც გადაუსწროს.
„კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების მაჩვენებლით 1 მილიონ მოსახლეზე ჩვენ გადავუსწარით საფრანგეთსა და ირანს და არსებითად, გავუთანაბრდით რუსეთს“ – განაცხადა ფაშინიანმა ბრიფინგზე.
პრემიერის თქმით, ასეთი ვითარება გამოიწვია ეპიდემიის საწინააღმდეგო წესების დაუცველობამ და ამ წესებისადმი მოსახლეობის არასერიოზულმა დამოკიდებულებამ.