“პრემიერ-მინისტრმა დღეს, ოპოზიციას საყმაწვილო შამათი ჩაუსვა” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაური პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით იმყოფება.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო დღეს კიდევ ერთხელ პრემიერ-მინისტრს. ჩვენ გუშინწინ ვთქვით, რომ ეს იყო მასტერკლასი. დღეს იყო კიდევ უფრო მეტი. შეიძლება, ეს იყო, ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, საყმაწვილო შამათი, რომელიც ჩაუსვა პრემიერ-მინისტრმა მესამეთანრიგოსან ოპოზიციას,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები