ცოლის მიერ მოწყობილ სკანდალზე, პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი მზადაა, ბასილაშვილის მხარდამჭერი ჩვენება მისცეს   

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და მზადაა, სამართალდამცველებს ჩვენებაც კი მისცეს. ჯოკოვიჩის და არა მხოლოდ მისი დაკითხვის საკითხი დღის წესრიგში დგას. როგორც ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, სწორედ მსოფლიო ჩოგნები არიან ის ადამიანები, რომლებიც არაერთხელ შეესწრნენ ნელი დოროყაშვილის მხრიდან მეუღლისთვის მოწყობილ სკანდალს.

„ამ ეტაპზე, არ მინდა ვისაუბრო მსოფლიო ჩოგნების დაკითხვის თემაზე, თუმცა, დაგიდასტურებთ, რომ ეს საკითხი  აქტიურად განიხილება. იგეგმება არაერთი უცხოელი ჩოგბურთელის დაკითხვა. მაგალითად, ერთ-ერთ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც ნელი დოროყაშვლმა ნიკოლოზ ბასილაშვილს ამერიკის ღია ჩემპიონატის წინ მოუწყო და რის გამოც ბასილაშვილმა თამაში წააგო… ნოვაკ ჯოკოვიჩი ნიკოლოზ ბასილაშვილს უკვე ესაუბრა და სერბმა ჩოგბურთელმა ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა“- განაცხადა ირმა ჭკადუამ.

რაც შეეხება ამერიკაში მომხდარ კონკრეტულ ფაქტს, ადვოკატის ინფორმაციით, შემდეგია: „ნელი დოროყაშვილი, ამერიკაში ჩავიდა, ნიკოლოზის მეუღლის დახმარებით ჩემპიონატზე აკრედიტაცია გაიარა, შევიდა ჩემპიონატის დასასვენებელ სივრცეში და თამაშზე გასვლამდე სკანდალი მოუწყო ნიკოლოზს. საუბარი იყო იმაზე, რომ ის განქორწინებას არ დათანხმდებოდა და გარკვეულ ქონებას ითხოვდა. იმდენად გამოიყვანა მდგომარეობიდან ნიკოლოზი, რომელიც უნდა გასულიყო თამაშზე, ამაში ჩაერთო ორგანიზატორები და ქალბატონ ნელის გაუუქმეს აკრედიტაცია. მან ისევ ნიკოლოზ ბასილაშვილის ხარჯებით  დატოვა აშშ. ამ მტკიცებულებებსაც წარვადგენთ. ნიკოლოზმა ეს ჩემპიონატი წააგო.“  

მსგავსი თემები