„ხვალ, ახალ მსოფლიოში, გლობალური კონკურენციის ახალი წესები იქნება“ – გიორგი გახარია

„ჩვენი სურვილით ვართ დღეს აქ. ზუსტად 102 წლის წინ საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველ ეროვნულ პარლამენტს, ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რაც ჩვენ გვაკისრია მოქალაქეების წინაშე შეუძლებელი იყო ყურადღების მიღმა დარჩენილიყო“ – ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ კოვიდ – ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

პრემიერის განცხადებით მთავრობისთვის “დახურული თემები“ არ არსებობს.

„დღეს ჩვენს საზოგადოებაში არის ყველაზე მძაფრი შეგრძნება, რა იქნება ხვალ. სამწუხაროდ, არავინ იცის სამყარო როგორი იქნება, ჩვენთვისაც ეს იყო ყველაზე დიდი ამოცანა, უნდა  გადაგვედგა ისეთი ნაბიჯები, რაც კრიზისს ჩვენი ქვეყნისთვის აქცევდა შესაძლებლობად. ეპიდემიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ დღეს, რაც ნიშნავს, ეპიდემიიდან გამოსვლის ეტაპს.

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შემსუბუქების ნაბიჯების. იცით, უკვე რომ 29 მაისიდან ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, შემდეგ ეტაპებზე კი მოლები, რესტორნები და სასტუმროები. დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეპიდემიასთან ბრძოლაზე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარტო ერთი ქვეყანა ეპიდემიას ვერ დაამარცხებს. საქართველოში 735 გვაქვს ინფიცირების შემთხვევა. სამწუხაროდ, გარდაცვლილია 13. ევროპის 49 ქვეყანას შორის გარდაცვალების მაჩვენებლით საქართველო ყველაზე დაბალ საფეხურზეა, ინფექციის გავრცელების კუთხით კი 123-ე ადგილზე, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია რამდენად ყურადღებით დავიცავთ იმ მოთხოვნებს, რასაც გვაძლევენ ეპიდემიოლოგები. ხვალ ახალ მსოფლიოში გლობალური კონკურენციის ახალი წესები იქნება,“- განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში.

მსგავსი თემები