„ამ ყველაფერს, ქალბატონი ნეკას მხრიდან კარგად დაგეგმილი პროვოკაციის სუნი ასდის!! – “Тбилиси Слезам(Крокодила) не верит»!“ – თამარ ივერი

ქართველი მეცოსოპრანო თამარ ივერი ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს. თამარ ივერი თვლის, რომ ჩოგბურთელი პროვოკაციის მსხვერპლია.

„ძალადობის ერთ-ერთი ხმალამოღებული მოწინააღმდეგე ვარ, თუმცა, ამ შემთხვევაში, რაც მოვისმინე, ინტუიციით ამ ყოველივეს… ქალბატონი მანამდე დედამთილისთვისაც მოუსწრია ჩივილი, ქმარს თვეში 100 000 ლარს, დიახ, არც მეტი არც ნაკლები, თვეში 100 000 ლარს სძალავდა პირადი საიდუმლოს შენახვისთვის (ჯერ საერთოდ ფუი! ასეთ ხელშეკრულებას თუნდაც ყოფილ ქმართან!!)

ახლა, თურმე, ეს 100 ათასი ლარი აღარ ყოფნის და მისი გასამმაგება მოსდომებია. თავად მისულა “მსხვერპლი” მოძალადესთან სახლში(!), მორიგჯერ კარიერის დანგრევით და საიდუმლოს გამჟღავნებით დამუქრებია და მოკლედ…. ჩემს წინაშე უსუსური “ნაძალადევი” გოგონა კი არა…. კარგად დატრენინგებული შანტაჟისტი “პროვოკატორშა” წამოისახა!!! და მას ეს “ძალადობა”იგრძნობა რომ… ამ მომენტში ჰაერივით სჭირდებოდა. მწარე ენით, შენი ცხოვრების ჭრილობაზე და საიდუმლოზე გამუდმებით მარილის ყრით და კარიერის დანგრევის მუქარით კი ცხვარს ააღებინებ ხელში დამბაჩას არამცთუ ადამიანს!! და უკაცრავად, ადამიანზე მუდმივი ფიქოლოგიური ძალადობა ძალადობა არ არის და მხოლოდ მუშტი ითვლება ძალადობად?

სხვათაშორის, თუ ასეა, მუდმივმა შანტაჟმა ადამიანი დიდი ალბათობით შეიძლება ფსიქიურ შეშლამდე და თვითმკლელობამდე მიიყვანოს, მაშინ როცა “ფინგალი” ერთ კვირაში გაუვლის. თუმცა, დიდი ეჭვი მეპარება თავად ნიკოლოზის მხრიდან რაიმე მონაწილეობისა ამ აქციაში. გამწარებული მამისგან კი შეიძლება იყო კიდეც რაღაც ადეკვატური მუქარა. ასე რომ, ხვალინდელი, ოცდაათი კბილებალესილი ადვოკატების მიერ ჭრა-კერვა/მონტაჟჩატარებული ტექსტების ნაკლებად მჯერა! როგორც მოსკოვი ისე “Тбилиси Слезам(Крокодила) не верит»!!

ჩემი მხარდაჭერა ნიკოლოზ ბასილაშვილს!! მისი მსოფლიო კარიერა კი იაფფასიანი ფულს და პიარს დახარბებული ავანტიურისტების გამო არანაირად არ დაინგრევა!!! ვთვლიი, რომ პირიქით, ნიკოლოზმა უნდა გამართოს ბრიფინგი და როგორც რუსები იტყვიან:” расставить все точки над< „ – წერს თამარ ივერი.

მსგავსი თემები