ჩოხატაურის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა

ჩოხატაური, სოფელ კოხნარში საზოგადოებრივ ცენტრში, შენობის შესასვლელთან აფეთქება მოხდა. ჩამსხვრეულია შუშები და გატეხილია ლიბერთი ბანკის ბანკომატი.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალოსტები მმუშაობენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება მიმდინარეობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მომხდარზე აქტიური საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი თემები