რა წესების დაცვა მოგვიწევს ზღვაზე, ტბასა და მდინარეებზე? – პაატა იმნაძე „მედიაცენტრ მთავართან“

 „როცა ცურავ, ხელი ხომ უნდა იქნიო, შესაბამისად, ახლო-მახლო არავინ იქნება იმ დისტანციაზე, რომ ვურისი გადმოგდოს“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში, რომლიე სრულ ვერსიას 25 მაისს შემოგთავაზებთ.

როგორც პაატა იმნაძემ გვითხრა, სამედიცინო ნიღბები არა, თუმცა, დისტანცია სანაპიროზე მკაცრად გაკონტროლდება.

„ზღვაში ძირითადად ადამიანები ერთმანეთს არ ეხუტებიან. როცა ცურავ, ხელი ხომ უნდა იქნიო, შესაბამისად, ახლო-მახლო არავინ იქნება იმ დისტანციაზე, რომ ვურისი გადმოგდოს.  „პლაჟზე“ კი  იქნება შეზღუდვები. მოსახლეობას ვურჩევ წყლის ჩაყლაპვას მოერიდონ. ეს ისედაც არ არის სასურველი, თუმცა,  სავარაუდოდ, წყლის გზით არ ვრცელდება. აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს „პლაჟი“. ნიღაბი არ იქნება სავალდებულო, რადგან დისტანცია უნდა  დავიცვათ ერთმანეთისგან, 2 მეტრი მაინც. ასევე დაცული იქნება წესები საზღვაო კაფეებშიც და ბარებშიც“ – განაცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მტავართან“ ინტერვიუში.

მსგავსი თემები