საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 509-ს შეადგენს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 728 შემთხვევა არის დადასტურებული. გარდაცვლილია 12 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 3259 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 323.

მსგავსი თემები