საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ქვეყანაში დღეს კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, გუშინ ქვეყანაში კორონავირუსის 723 დადასტურებული შემთხვევა იყო, დღეს დაემატა ხუთი და გახდა 728 დადასტურებული შემთხვევა.

„ამ ეტაპზე, „კოვიდ 19“-ით ცენტრებში მკურნალობს 207 პაციენტი. ხუთი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, სამი არის უკვე არსებული დაავადებულებთან კონტაქტი, ორი არის საკარანტინო სივრციდან“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები