“არსებობს რისკები, რომელსაც შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ უნდა ველოდოთ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ არსებობს რისკები, რომლებსაც შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ უნდა ველოდოთ. 

“როდესაც ეპიდემიური მდგომარეობიდან გამოდიხარ, არსებობს გარკვეული რისკები. მაგრამ სწორედ ისაა მართვის ხელოვნება ამ დროს, რომ დააბალანსო რისკები და შესაძლებლობები. შესაძლოა, მომავალში კვლავ გვქონდეს იმაზე მეტი შემთხვევები, ვიდრე ეს დღეს გვაქვს, მაგრამ მთავარია ამას როგორ ვმართავთ.

ჩვენი სტატისტიკიდან გამომდინარე კი ამას, ჯერჯერობით, ნორმალურად ვუმკლავდებით. ჩვენი მთავარი მიზანია ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად, ვამსუბუქოთ გარკვეული შეზღუდვები და აღვადგინოთ ეკონომიკა,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები