“რაც შევუკვეთეთ და რაც ჩამოვიდა, იმით მეტ-ნაკლებად ყველა კმაყოფილია” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, შეზღუდვებთან დაკავშირებული კანონპროექტით მმართველმა პარტიამ სხვა რამ შეუკვეთა, თუმცა მიღებული კანონით სხვა შედეგი მიიღო.

„ბატონო რომან, ეს არის სახელმწიფო, ეს არის დემოკრატია, ეს არის საპარლამენტო პროცესი, როდესაც რაც შევუკვეთეთ და რაც ჩამოვიდა, იმით, მეტ-ნაკლებად ყველა კმაყოფილია,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ რომან გოცირიძის კომენტარის საპასუხოდ.

ცნობისთვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღეს ოპოზიციის კრიტიკის ტონი შერბილებულია, რადგან ისინი მეტ-ნაკლებად კმაყოფილები არიან მიღებული შედეგით. თუმცა, რომან გოცირიძემ ამასთანავე განმარტა, რომ არც ეს კანონი არ იძლევა თვითკმაყოფილების საფუძველს, რადგან მას სერიოზული პრობლემები აქვს და ის გადის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან.

მსგავსი თემები