ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად ინიშნება

  •  

ქეთევან ციხელაშვილი სახელმწიფო  მინისტრის პოსტს ტოვებს. ის ავსტრიაში ელჩად ინიშნება.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ციხელაშვილი ვენაში წარმატებულად შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას.

“გვეყოლება ახალი ელჩი ვენაში. ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი. ვფიქრობ, მისი გამოცდილება ამ მიმართულებით იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. მას მუდმივად ჰქონდა შეხება ამ საკითხებთან,“-განაცხადა ზალკალიანმა.

მსგავსი თემები