აქვს თუ არა პაატა იმნაძეს ყველაზე მოთხოვნადი ინვენტარი – ოთახის ჩუსტები?!  

„კორონავურუსის“ გამო დაწესებული შეზღუდვები მართალია, ეტაპობრივად იხსნება, თუმცა, ჯერჯერობით, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები ისევ დაკეტილია. პანდემიის ფონზე, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ოთახის ჩუსტებია, რომელიც მომხმარებლებს ან გაუცვდათ, ან დაუპატარავდათ, ან არასეზონურია.

ერთიდან მეორე ეტაპზე გადასვლისას მთავრობა შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციებს მიჰყვება, მათ შორის, მთავარია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, რომელიც ამ ეტაპისთვის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიების გახსნის რეკომენდაციებს არ იძლევა.

„მედიაცენტრმა მთავარმა“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელთან პაატა იმნაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ერთ-ერთი კითხვა სწორედ ფეხსაცმელს ეხებოდა. „მედიცენტრი მთავარის“ იუმორნარევ კითხვას  – გაქვთ თუ არა ოთახის ჩუსტები და სეზონური ტანსაცმელი, პაატა იმნაძემ ასე უპასუხა:

„დიახ, მაქვს. სეზონური ტანსაცმელიც მაქვს. ყოველ წელს, ყოველ სეზონზე ახალს არ ვყიდულობ. ამ ეტაპზე, მომხმარებლებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ჰიგიენური საშუალებების შეძენა,  ვიდრე ტანსაცმლის. გასაგებია, რომ შეფერხებები არის, თუმცა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიების გახსნა ისევ დიდი რისკის მატარებელია. ტანსაცმლის მაღაზიაში ადამიანებს უწევთ ჩაცმა, გაზომვა. სწორედ ამიტომ, ყველაფერი ეტაპობრივად გაიხსნება“ – განაცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში, რომლის სრულ ვერსიას მალე იხილავთ.   

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულისა და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები