“საბერძნეთში ქურდობისთვის 9 ქართველი დააკავეს”, – ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.
არსებული ინფორმაციით, ისინი შეთანხმებულად, ატიკას სხვადასხვა რაიონში ბინებს ძარცვავდნენ.
დაკავებულთაგან ერთი ქალია. მათ ბრალი კანონის განმეორებით დარღვევისთვის, ძარცვისა და კრიმინალური დაჯგუფების წევრობისთვის ედებათ.