რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავები ნატოს საჰაერო სივრცეს მიუახლოვდნენ

ნატოს სამხედრო საჰაერო ძალები ინფორმაციას ავრცელებს, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავები ნატო-ს საჰაერო სივრცეს მიუახლოვდნენ.

ინფორმაციის მიხედვით, ორი რუსული „ტუ-22“, რომლებსაც თან ახლდა ორი „სუ-27“ ტიპის სამხედრო მოიერიშე, თავდაპირველად რუმინეთის საჰაერო სივრცისკენ მიფრინავდა, შემდეგ კი თურქეთის ტერიტორიისკენ. ინციდენტი 19 მაისს მოხდა.

„საპასუხოდ, ნატო-მ საჰაერო სივრცის პატრულირების მისიის მონაწილე ქვეყნების თვითმფრინავები გააგზავნა. მათ შორის იყო რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის მოიერიშეები. მათ არ მისცეს საშუალება რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს, ნატო-ს საჰაერო სივრცეს მიახლოებოდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები