“ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც უნიკალური მასობრივი კარანტინის გამოცდილება შეიქმნა” – ნათია თურნავა

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველო ძალიან აქტიურად მუშაობს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან.

„ზურაბ პოლოლიკაშვილთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კონტაქტები. ვადევნებთ თვალყურს, თუ რაზე მუშაობენ, საითკენ მიდის მათი მსჯელობა. პრაქტიკულად, ჩვენი ხედვა არანაირად არ იქნება აცდენილი მათი მიერ დამტკიცებული წესებიდან. უბრალოდ, დღეს რასაც ჩვენ ვუყურებთ, ბევრი ქვეყანა არ ელოდება ამ გლობალური წესების დამტკიცებას და თავის ეროვნულ, წესებს სთავაზობს სხვა ქვეყნებს, რომელიც შეიძლება იყოს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში მისაღები. თუმცა აქ დიდი აცდენა არ იქნება, რადგან ჩვენ სამუშაო ვერსიაზე წვდომა გვაქვს და ყოველთვის კარგი ინტერაქცია გვაქვს, მათ შორის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან. თუმცა იმასაც გეტყვით, რომ არც არაფერი იქნება იმაში განსაკუთრებული და უცნაური, თუკი ჩვენ, ჩვენი ქართული წესები შევთავაზეთ მსოფლიოს, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც უნიკალური, მასობრივი კარანტინის გამოცდილება შეიქმნა და ამიტომ დიდი ინტერესით ისმენენ ხოლმე ჩვენს გამოცდილებას, მზად არიან გაიზიარონ და ქართული წესები იქნება ბევრისთვის მისაღები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები