გადატვირთულ საავტომობილო გზებზე 1000-მდე ჭკვიანი ვიდეოკამერა ამოქმედდება

ქვეყნის მასშტაბით, გადატვირთულ საავტომობილო გზებზე, წლის ბოლომდე 1000-მდე ჭკვიანი ვიდეოკამერის ამოქმედება იგეგმება. ზაფხულის სეზონისა და ტურისტული ნაკადის ზრდასთან დაკავშირებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარის მზომი 6 წერტილოვანი რადარი ამოქმედდა აჭარის რეგიონში.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების ანალიზის შედეგად დადგინდა ე.წ. შავი წერტილები, სადაც მძღოლები ყველაზე ხშირია მოძრაობენ დადგენილი სიჩქარის ნორმის გადაჭარბებით. ასეთ ადგილებში სიჩქარის მზომი სექციური რადარები დამონტაჟდა.
მათივე ინფორმაციით, ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე დამონტაჟებულია საგზაო გამაფრთხილებელი აბრები, რათა ფოტო-ვიდეო კონტროლის თაობაზე წინასწარ მოხდეს მძღოლების ინფორმირება.
“საქართველოში არსებული საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლება, ავტოსაგზაო შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანა და მისი პრევენცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და სამინისტრო ამ მიზნის მისაღწევად ინტენსიურად ახორციელებს ყველა შესაბამის ღონისძიებას”, – აცხადებენ შს სამინისტროში.
 წერტილოვანი რადარები განთავსებულია: 
1. ბათუმი – ახალციხის საგზაო მონაკვეთის (ახალციხის მიმართულებით)
2. ბათუმი – ახალციხის საგზაო მონაკვეთის (ახალციხიდან ბათუმის მიმართლებით)
3. მახინჯაური – (მახინჯარუიდან ბათუმის მიმართულებით)
4. მახინჯაური (ბათუმიდან მახინჯაურის მიმართულებით)
5. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო მონაკვეთი
6. ქ. ქობულეთი, აღმაშენებლის გამზირი

მსგავსი თემები