“ევროპაში კორონავირუსის ინფექციის მეორე ტალღის პერსპექტივა შორეული თეორია აღარაა” – ანდრეა ამონი

  •  

“ევროპაში კორონავირუსის ინფექციის მეორე ტალღის პერსპექტივა შორეული თეორია აღარაა”, – განაცხადა ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ანდრეა ამონმა.

ანდრეა ამონის თქმით, ვირუსის მახასიათებლები ცხადყოფენ, რომ ის ჩვენს გარშემოა.

„მთავარი კითხვა ახლა ის არის, თუ როდის მოხდება მეორე ტალღა და რამდენად დიდი იქნება ის. არ მინდა მძაფრი სურათი დავხატო, მაგრამ ვფიქრობ, რეალისტები უნდა ვიყოთ. ახლა მოდუნების დრო არ არის“, – დასძინა მან.

მსგავსი თემები