თბილისში, გზაჯვარედინების შუქნიშნებზე 16 ჭკვიანი ვიდეოკამერა დამონტაჟდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, ავტომობილის ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით უკვე მესამე დღეა ამოქმედდა. გარდა ამისა, გზაჯვარედინების შუქნიშნებზე 16 ჭკვიანი ვიდეოკამერა დამონტაჟდა,  რომელებიც თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, ავტომატურ რეჟიმში, მყისიერ რეაგირებას მოახდენენ.
როგორც მედიაცენტრ “მთავარს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო კამერების ფუნქციონირებისათვის საჭირო სასერვერო ინფრასტრუქტურა და პროგრამული უზრუნველყოფა.
მათივე ინფორმაციით,  საქართველოში რეგისტრირებული საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების ანალიზის შედეგად განისაზღვრა ე.წ. შავი წერტილები, სადაც  ყველაზე ხშირად ფიქსირდება მძოლების მიერ დადგენილი სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევები.  ასეთ ადგილებზე შსს- ს სიჩქარის მზომი სექციური რადარები დამონტაჟდა.
ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე დამონტაჟებულია საგზაო გამაფრთხილებელი აბრები, რათა ფოტო-ვიდეო კონტროლის თაობაზე მძღოლი წინასწარ  იყოს ინფორმცირებული.
ახალი ვიდეოკამერებისა და სექციური რადარები თბილისში მდებარეობს:  წერეთლის, ჭავჭავაძის, გურამიშვილისა და ვაჟა-ფშაველას  გამზირებზე, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, დადიანის, გობრონიძის, თამარაშვილის, ლეხ კაჩინსკისა და  რომელაშვილის ქუჩებზე. ხოლო სიჩქარის მზომი ახალი სექციური რადარები განთავსებულია აღმაშენებლის ხეივნაში, რუსთავის გზატკეცილზე, გლდანი – აშშ-ს საელჩოს მიმართულებით.
1. წერეთლის გამზირი – სტანისლავსკის ქ.-ს კვეთა (დინამოს მიმართულებით)
2. წერეთლის გამზირი – სტანისლავსკის ქ. 2 (მეტრო დიდუბის მიმართულებით)
3. წერეთლის გამზ – ვ. ბაგრატიონის ქ. (დინამოს მიმართულებით)
4. წერეთლის გამზ-ვ. ბაგრატიონი ქ. 2 (მეტრო დიდუბის მიმართულებით)
5. ი.ჭავჭავაძის გამზირი – ბერძენიშვილის ქ.
6. ლეხ კაჩინსკის ქ.-აწყურის ქ.
7. დადიანის ქ. – კოხრეიძის ქ.
8. დადიანის ქ. -ზაზიაშვილი ქ.
9. გობრონიძის ქ.-დუმბაძის ქ.
10. გობრონიძის ქ.-ნონეშვილის ქ.
11. რომელაშვილის ქ. -ისაკიანის ქ.
12. გურამიშვილის გამზირი (მეტროს მიმდებარე ტერიტორია – კინო საქართველოს მიმართულებით)
13. გურამიშვილის გამზირი (მეტროს მიმდებარე ტერიტორია 2) მეტრო სარაჯიშვილის მიმართულებით
14. მარცხენა სანაპირო – ქორწინების სახლთან
15. თამარაშვილის ქუჩა – უნივერსიტეტის ქუჩის კვეთა
16. ვაჟა-ფშაველას გამზირი
სექციური რადარები განთავსებულია:
1. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი (ქალაქიდან გასასვლელში)
2. თბილისი აღმაშენებლის ხეივანი (ქალაქში შემოსასვლელში)
3. ჯ. ბალანჩინის ქ. (გლდანის მიმართულებით)
4. ჯ.ბალანჩინის ქ. (გლდანიდან აშშ-ს საელჩოს მიმართულებით)
5. ქ.თბილისი – ქ. რუსთავის გზატკეცილი ( ფონიჭალიდან გასასვლელში)
6. ქ.თბილისი – ქ.რუსთავის გზატკეცილი (ფონიჭალაში შემოსასვლელში)
 

მსგავსი თემები