სავალდებულო დაზღვევის გარეშე კომერციული საქმიანობა დასჯადი ხდება   

სავაჭრო ცენტრის, ბაზრობის მფლობელის მიერ, მესამე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობის გამო, მფლობელი 1000 ლარი დაჯარიმდება.
აღნიშნულთან  დაკავშირებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ სპეციალური მუხლის დამატება იგეგმება. პროექტი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა მოამზადა.
მათივე განმარტებით, სავაჭრო ცენტრის, ბაზრობის მფლობელის მიერ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისთვის მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა, გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას, ობიექტში ფუნქციონირებადი დაუზღვეველი კომერციული ობიექტების რაოდენობის 100 ლარზე ნამრავლის ოდენობით.
სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობის გამო, ავტოგასამართი და აირგასამართი სადგურების მფლობელები დაჯარიმდებიან თითოეული დაუზღვეველი სადგურის რაოდენობის 1 000 ლარზე ნამრავლის ოდენობით.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე განიხილავს.

 

მსგავსი თემები