აჭარაში მოქმედი 27 საკარანტინო სივრცე 14-მდე შემცირდა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში მოქმედი 27 საკარანტინო სივრცე 14-მდე შემცირდა.

13-მა საკარანტონო სივრცემ მუშაობა დაასრულა.

საკარატინო სასტუმროებში არსებულ ვითარებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო.

სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის აჭარის ტერიტორიაზე დარჩენილ 14 საკარანტინო სასტუმროში 1155 პირი იმყოფება.

სასტუმროები სულ 6486 პირმა დატოვა.

მსგავსი თემები