მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 5 მილიონს გადააჭარბა.

20 მაისი მონაცემებით კორონავირუსი მსოფლიოში სულ 5,002,783 ადამიანს დაუდასტურდა.  აქედან 1,971,366 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 325,218 – კი გარდაიცვალა. 

20 მაისის მონაცემებით, მსოფლიშო 2,706,199 აქტიური შემთხვევაა, საქართველოში კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში 19 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 475, რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, 20 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 713 შემთხვევაა დადასტურებული. 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისათვის ქვეყანაში 226 აქტიური შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში 3519 ადამიანია.

მსგავსი თემები