“ერთი პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა ჯერ კიდევ ელოდება გათავისუფლებას” – დევიდ მაკკალისტერი

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი ​აცხადებს, რომ მიესალმება საქართველოში 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების შესრულების მნიშვნელოვან ასპექტს, ორი პირის გათავისუფლებას საპატიმროდან. თუმცა, მისი თქმით, „პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა ჯერ კიდევ ელოდება გათავისუფლებას“. მან ამის შესახებ განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე მსჯელობენ.

„მივესალმები, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ 15 მაისს. ეს მნიშვნელოვანი ასპექტია 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების შესრულებისთვის. განსაკუთრებით, მივესალემები გიგი უგულავას გათავისუფლებას, პოლიტიკური პატიმრის, რომელიც პირადად მე მოვინახულე ციხეში ნახევარი წლის წინ თბილისში.

ზოგიერთი გათავისუფლდა, მაგრამ ერთი პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა ჯერ კიდევ ელოდება გათავისუფლებას. მე მინდა, ვკითხო ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი ჩვენთვის და რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდეს, როგორც ეს რვა მარტის შეთანხმებაშია ჩაწერილი“, – განაცხადა დევიდ მაკკალისტერმა.

მსგავსი თემები