“საქართველოს მთავრობა მზად არის, დახმარება გაუწიოს თავის მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მობილიზებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების დასახმარებლად.

„ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. სამწუხაროდ, სწორედ ამიტომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არ ფლობს სრულ ინფორმაციას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციაზე. საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. საქართველოს ცენტრალური მთავრობა, გაერო-ს სააგენტოების და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მზად არის, დახმარება გაუწიოს თავის მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ სიტყვით გამოსვლისას

მსგავსი თემები