„ეს ეპიდემის გავრცელებასთან ნაკლებად არის დაკავშირებული“ – ეკატერინე ტიკარაძე ბოლნისის შემთხვევბზე

საქართველოს პიკი არ ჰქონია და ქვეყანა კოვიდინფექციის გავრცელების რეჟიმში რჩება, რაშიც მთელი მსოფლიო იმყოფება,-ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ტიკარაძის განმარტებით ბოლნისის გუშინდელი შემთხვევბი არ ნიშნავს დაავადების გავრცელების საშიშროებას.

“იმ პერიოდში, როდესაც ბევრად მეტი, დღეში 20-30 ადამიანის დაინფიცირება ხდებოდა, გვქონდა მოლოდინი, რომ ამ პერიოდის გავლის შემდეგ, მაისის დასაწყისში გვექნებოდა გამოჯანმრთელებულთა მეტი რაოდენობა, ვინაიდან წინა პერიოდში დაინფიცირებულთა მეტი რაოდენობა იყო და ეს ერთმანეთთან პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ეს ეპიდემიის გავრცელებასთან ნაკლებად არის დაკავშირებული და უფრო მეტად დაკავშირებულია იმ წინა პერიოდთან, რომლისგანაც დღევანდელი გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი გამომდინარეობს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები