ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი ახალი ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს.
ერთი მათგანი სტუდენტია, რომელიც რუსეთიდან დაბრუნდა, მეორე რუსეთის საოკუპაციო ძალების გუდაუთის მე-7 ბაზის სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც დაღესტნიდან დაბრუნდა.
საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დროისთვის 14 პაციენტს მკურნალობენ.