“სწრაფი ტესტების გამოყენება ამ დაავადების დიაგნოსტიკისთვის არ არის რეკომენდებული” – ამირან გამყრელიძე

  •  

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, სწრაფი ტესტები არ გამოიყენება კორონავირუსის დაავადების დიაგნოსტიკისთვის, ისინი არიან დამხმარე ტესტები, რომლებიც გამოიყენებიან ე.წ. მასობრივი კვლევების დროს, მათი მგრძნობელობა გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ტიპის ტესტების, მათი დიაგნოსტიკური ღირებულება არ აქვთ.

„ნებისმიერი სწრაფი ტესტით მიღებული შედეგი, დადებითი იქნება ეს ძირითადად M ტიპის იმუნოგლობური, რომელიც მიუთითებს მწვავე დაავადებაზე, საჭიროებს გადამოწმებას და დადასტურებას პისიარ ტექნოლოგიით. სწრაფი ტესტების გამოყენება ამ დაავადების დიაგნოსტიკისთვის არ არის რეკომენდებული. დაავადების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება და ყველა წამყვანი ქვეყანა იყენებს, რასაც ჩვენ „პისიარს“ ვუწოდებთ ე.წ. მოლეკულური ტექნოლოგიები ანუ პოლიმერიზაციის ჯაჭვურ რეაქციაზე დამყარებული ტესტები. ბევრია დღეს მსოფლიო ბაზარზე ამ ტიპის კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ამ ტესტებს, ჯერ მათი სპეციფიურობა და მათი მგრძნობელობა არ არის მაღალი. ალბათ, დრო გვაჩვენებს, რომ დროთა განმავლობაში ისინი დაიხვეწებიან. როგორც დაიხვეწა წლების განმავლობაშ შიდსის სწრაფი ტესტი, ჰეპატიტების ტესტები და ა.შ. არც ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაცია არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, არც ევროპის წამლის სააგენტო არ იძლევა რეკომენდაციებს, რომ ეს ტესტები გამოყენებული იქნეს დიაგნოსტიკის მიზნით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძე.

მსგავსი თემები