600-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება – ხანძარი კალიფორნიაში

ჩრდილოეთ კალიფორნიაში გაჩენილი გამანადგურებელი ხანძრის შედეგად დაკარგულად გამოცხადებულთა რაოდენობამ 600-ზე მეტს მიაღწია, დაღუპულია სულ მცირე 63 ადამიანი, ბოლოს კი კიდევ 7 ცხედარია ნაპოვნი, განადგურებულია დაახლოებით 12 000 შენობა, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.

შტატის ისტორიაში ყველაზე საშინელ და გამანადგურებელ ტყის ხანძრებს, რომელმაც 8 დღის წინ იფეთქა და რომლის გავრცელებასც ძლიერი ქარი უწყობს ხელს, ამჟამად დაახლოებით 9 400 მეხანძრე ებრძვის.

დაზარალებულებთან შესახვედრად კალიფორნიაში ჩასვლას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს.

ახლანდელი ხანძრის მასშტაბი კალიფორნიის ყველაზე საშინელ ხანძრებს უტოლდება, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა – კერძოდ, ლოს ანჯელესში, გრიფიტ პარკის 1933 წლის უბედურებას.

ხანძრის მძვინვარე კერების გამო, 250 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა რამდენიმე დღის წინ დაჟინებით მოუწოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შტატი უბედურების ზონად გამოეცხადებინა, რომ ამით ფედერალური თანხების მიღების საშუალება მისცემოდათ.

წყარო: gardiani.ge

მსგავსი თემები