600-დაავადებული და 20-მდე გარდაცვლილი – „ახალი კორონა ვირუსი“ სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება

ჩინეთში, კერძოდ კი იმ კონკრეტულ ქალაქში, სადაც „ახალი კორონა ვირუსის“ სახელით ცნობილი მომაკვდინებელი ვირუსი გავრცელდა, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა შეწყვიტა. ქალაქ უხანში ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი იზრდება.

როგორც უცხოური მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, აღნიშნული გადაწყვეტილებით, ქალაქის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ვირუსის გავრცელება შემცირდება.

ქალაქ უხანში დღეიდან არ მუშაობს არც ავტობუსი, არც  მეტრო და არც რკინიგზა. ამ ეტაპისთვის დადასტურებული ინფორმაციით, „ახალი კორონა ვირუსით“ დაავადებულია 600-მდე ადამიანი და გარდაიცვალა 20-მდე ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ „ახალი კორონა ვირუსი“ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გავრცელდა.   

მსგავსი თემები