“შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია” – გიორგი შაქარაშვილის და ვახო ახვლედიანზე

გიორგი შაქარაშვილის და ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ვახო ახვლედიანი, რომელმაც ჩვენება შეცვალა, მისი ძმის მეგობარი არასდროს ყოფილა.

“პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს ნაგავი ახვლედიანი გიოს ძმაკაცი არ ყოფილა არასდროს. ალბათ ყველა კარგად დააკვირდით კადრებში თუ როგორ ცდილობს გიო მის დაცვას და ეს ნაძირალა კი რომელიც ,,დაზარალებულად” არის ცნობილი პირველ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ გინებით მისდევდნენ მასაც და გიოსაც მკვლელები, ხოლო ახლა ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს, რომ თურმე საცემად არ მისდევდნენ. თუ მართლა ასე იყო რისთვის იჯექი ბუჩქებში კურდღელივით განაბული. ბუჩქებში კი არა შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის საკანში. შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია”, – წერს ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.

მსგავსი თემები