6 თვიანი „უფასო ფული“ ფერმერებისთვის – რას სთავაზობს სახელმწიფო ფერმერებს?!

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო იმ კომპონენტებს განმარტავს, რასაც სახელმწიფო ფერმერებისთვის აგრო კრედიტის ფარგლებში გაითვალისწინებს. სპეციალისტის ინფორმაციით, პრიორიტეტებს ერთწლოვანი კულტურის განვითარება დაემატა, რაშიც დარგი ფერმერებს საბანკო პროცენტებს დაუფინანსებს. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ დეტალურად ისაუბრა კრედიტის გაცემის პროცედურებსა და შეღავათებზე.

„ძალინ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში. ამ კომპონენტებს დაემატა ქვეკონპონენტი – ერთწლოვანი კულტურის დაფინანსებისთვის, რაც 5000-დან  100 000 ლარამდე იქნება. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სააგენტო მოახდენს, სრულად 6 თვის განმავლობაში სესხის პროცენტის დაფინანსებას თუ ეს სესხი იქნება უზრუნველყოფილი ფერმერის მიერ. არსებობს ასევე უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი სესხები მეორე ტიპის, 5000 ლარიდან 20 000 ლარის ჩათვლით, სადაც სახელმწიფო, ამ შემთხვევაში მოახდენს წლიური 17 % – ის დაფინანსებას. 5000 ლარიდან 20 000 ჩათვლით სესხის უზრუნველყოფის შემთხვევაში, სახელმწიფო სრულად 6 თვის განმავლობაში შეძლებს 18% – ის დაფარვას ფერმერისთვის, ასევე არაუზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში იგივე თანხის ჭრილში სახელმწიფო 17% თანადაფინანსებას განახორციელებს. ჯამში, უზრუნველყოფის შემთხვევაში სახელმწიფო სრულად შეძლებს პროცენტის დაფარვას, არაუზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში კი ეს იქნება 17 %, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ერწლოვანი კულტურის წარმოებას მაქსიმალურად შეეწყოს ხელი,“ – განაცხადა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ „მედიაცნეტრ მთავარში.“

ჯიბლაძე განმარტავს იმასაც, თუ მოქალაქეების რა კატეგორიას შეეძლება აგრო სესხით სარგებლობა:

„ფერმერებს ვეხმარებით ფინანსური რესურსით, რადგან სოფელში დაბრუნებულ მოსახლეობას ერთწლოვანი კულტურის შემთხვევაში არ აქვს სწორედ ფინანსური შესაძლებლობა, ამისათვის მას სჭირდება ფინანსური რესურსი, ბევრი იყო ქალაქში ჩამოსული და უკან დაბრუნდა. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული იმ ორგანიზაციებთან, ვინც გასცემენ სესხებს, პირმა უნდა მიმართოს საფინანსო ინსტიტუტს, ჩამოაყალიბოს, რისთვის უნდა ფული, ბანკი განიხილავს მის განაცხადს, ბანკი არის ფულის გამცემი, ეს არ არის საგრანტო დაფინანსება, ესაა საკრედიტო დაფინანსება. ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლია მიიღოს შეღავათიანი აგროკრედიტი, ვინც ფერმერია და ასევე ვისაც უნდა ფერმერული საქმიანობის დაწყება. ეს არის „იაფი“ ფული. ამ ქვეკომპონენტის ფარგლებში პრიორიტეტია ერთწლოვანი კულტურები“ – განაცხადა გიორგი ჯიბლაძემ „მედიაცნეტრ მთავარში.”

მედიაცენტრ მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები