ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ხუთი პირი გამოჯანმრთელდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსისგან კიდევ ხუთი პირი გამოჯანმრთელდა, შესაბამისად, ბოლნისში 121 კოვიდინფიცირებულიდან 37 გამოჯანმრთელებულია.

ამასთან, მუნიციპალიტეტში დადასტურებული შემთხვევებიდან სამი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ეპიდემიოლოგები სოფელ სავანეთში მიშაობენ, სადაც დაგეგმილია სინჯების აღება 40-მდე მოქალაქისთვის და ახალ კორონავირუსზე კვლევის მიზნით ლაბორატორიაში გაგზავნა.

სოფელ სავანეთში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 15 აპრილიდან, მას შემდეგ მოქმედებს, რაც „კოვიდ-19“-ის ორი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და მაშინ ინფექციის წყარო ვერ დადგინდა.

ასევე, მუნიციპალიტეტში დღის ბოლოსთვის 48 პირის კვლების შედეგებს ელოდებიან. მათი უმრავლესობა სოფელ გეტაში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტი და სავარაუდო კონტაქტები არიან. აღნიშნულ სოფელში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის ოთხი შემთხვევა არის დაფიქსირებული.

კვლევისთვის გაგზავნილია სინჯები სოფელ მუშევანიდანაც. გამოსაკვლევი პირები სოფელში ბოლო დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიანმ ასევე იკლევენ ე.წ. ცხელების ცენტრში მოთავსებული ორი პაციენტისა და თვითიზოლაციაში მყოფი შვიდი პირის სინჯებს. პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 145-მდე შემცირდა თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა, ხოლო 96 კარანტინში რჩება.

მსგავსი თემები