თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გაიხსნა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გაიხსნა, -ამის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ.

იმერეთის რეგიონში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამ დროისთვის არც ერთ სოფელსა და ქალაქში აღარ მოქმედებს.

ცნობისთვის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 06:00 საათიდან ჩაიკეტა. მოწყობილი იყო 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდებოდა და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ ჰქონდათ.

აღნიშნული ზომები სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდებოდა.

მსგავსი თემები