“პანდემიის დამარცხებაზე შეზღუდვების მოხნის შემდეგ ვილაპარაკოთ” – თენგიზ ცერცვაძე

“ის დიდი წარმატება, რომელიც ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაშია მიღწეული, მხოლოდ პირველი ეტაპია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის დამარცხებაზე შეზღუდვების მოხნის შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ.

„ჩვენ სერიოზულ წარმატებაზე და პანდემიის დამარცხებაზე შეიძლება ვილაპარაკოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ტენდენციას, რაც დღეს არის, შეზღუდვები მოიხსნის შემდეგ შევინარჩუნებთ. ამის შემდეგ შეგვიძლია წელში გავიმართოთ და ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე პანდემიის პირველ ტალღას გავუმკლავდით, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ მოსახლეობა შეზღუდვების მოხსნას ნუ განიხილავს ისე, როგორც ყველაფრის უფლების თავისუფლებას“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები