“ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, ჩვენ ვნახავთ სიხარულს” – ილია მეორე

  •  

„ადამიანებმა უნდა მიაღწიონ იმას, რომ გულში უფალი შევიდეს, რაც ძალიან ძნელია, მაგრამ მისაღწევია“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

„ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, არის. ღმერთი მოგვცემს ჩვენ მადლსა და ძალას და ჩვენ ვნახავთ სიხარულს.

„რა არის მიზანი ადამიანის ცხოვრებისა? როდისაა ადამიანი კმაყოფილი, ბედნიერი და როდის არ არის? ჩვენ ვხედავთ ხშირად, რომ ყველაფერი გააჩნია, მდიდარი არის, მაგრამ ბედნიერი არ არის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გული გაგვითბეს, გულში შევიდეს უფალი. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მისაღწევია. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს. ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, არის. ღმერთი მოგვცემს ჩვენ მადლსა და ძალას და ჩვენ ვნახავთ სიხარულს. სიხარული სიყვარულის შედეგია. სიყვარული თუ აქვს ადამიანს, სიხარულიც ექნება. ღმერთი არის სიყვარული. ღმერთი იყოს თქვენთან და ჩვენთან. ღმერთმა ინებოს ჩვენი სულიერი გადარჩენა“, – განაცხადა პატრიარქმა.

მსგავსი თემები