მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე ჯილდოვდება საიუბილეო მედლით – „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი“

“მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე ჯილდოვდება საიუბილეო მედლით – „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი“, – შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა და მას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

მედლის გადაცემას მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უზრუნველყოფს.

ამავე განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 300 ლარს

მსგავსი თემები