“სააკაშვილის მაშინაც კი არ გვეშინოდა, როცა ის ხელისუფლებაში იყო” – კახა კალაძე

  •  

“ოპონენტების მხრიდან ვისმენთ ისეთ საოცარ განცხადებებს, თითქოს „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის ეშინია. ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ და მოსახლეობას, სააკაშვილის მაშინ არ გვეშინოდა, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო და პრაქტიკულად ყველა ბერკეტი მის ხელთ იყო. ახლა კი გაურკვეველია, რით არის საშიში სადღაც, რაღაც თანამდებობაზე დანიშნული სააკაშვილი”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაში საქართველო მოიქცა.

“ცხადია, ელჩთან უნდა გაიმართოს კონსულტაციები, როდესაც მეზობელი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ხდება ისეთი რამ, რაც შენი ქვეყნის მოსახლეობაში კითხვებს აჩენს. რა თქმა უნდა, ჩვენ უკრაინის შიდა გადაწყვეტილებებში არ ვერევით, თუმცა ელჩის გაწვევით არაფერი ექსტრაორდინარული არ ხდება. ამასთან ერთად, ოპონენტების მხრიდან ვისმენთ ისეთ საოცარ განცხადებებს, თითქოს „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის ეშინია. ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ და მოსახლეობას, სააკაშვილის მაშინ არ გვეშინოდა, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო და პრაქტიკულად ყველა ბერკეტი მის ხელთ იყო. ახლა კი გაურკვეველია, რით არის საშიში სადღაც, რაღაც თანამდებობაზე დანიშნული სააკაშვილი. ასეთი ინტერპრეტაცია უბრალოდ სასაცილოა. ჩვენ იმას განვიცდით, რომ ამ მოვლენამ უკრაინასთან პოლიტიკურ ურთიერთობებში დისონანსი არ შეიტანოს, ვინაიდან ნებისმიერ პოზიციაზე მყოფი სააკაშვილი ისეთ განცხადებებს გააკეთებს, რაც დიდ უხერხულობას შეუქმნის მის თანაგუნდელებს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ და ვუფრთხილდებით ურთიერთობებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა. რაც შეეხება ამ დანიშვნას, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას – ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს ეს ფილმი და კარგად გვახსოვს, თუ როგორ დასრულდა სააკაშვილის დანიშვნა ერთ კონკრეტულ თანამდებობაზე“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები