საქართველო აშშ-სგან საჩუქრად 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს მიიღებს

საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან საჩუქრად 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს მიიღებს. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„საქართველოში აშშ-ის საელჩო აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარების გზების ძიებას. დღეს მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის „სურსათი პროგრესისთვის“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს აჩუქებს დამატებით 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს, რათა დაეხმაროს ქვეყანას პანდემიის დროს. ეს დაემატება 27 000 ტონა ხორბალს, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო დეკემბრის თვეში. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებმა აკრძალეს ხორბლისა და მარცვლეულის ექსპორტი, ამერიკის შეერთებული შტატები იძიებს გზებს, რათა დაეხმაროს საქართველოს უფრო მეტი ხორბლის უზრუნველყოფაში“, – განაცხადა ელჩმა.

ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, მაისის ბოლომდე ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ხელს მოაწერს 18 მცირე საგრანტო შეთანხმებას, მთლიანობაში 400 000 დოლარის ოდენობით, რომლის მიზანია ხორცის, რძის პროდუქტებისა და ფერმერთა სექტორის გაძლიერების მხარდაჭერა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება.

მსგავსი თემები