სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი მომსახურებაზე ფასის გაზრდას არ გამორიცხავს

სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ ალხანიშვილის განცხადებით, შესაძლებელია მომსახურების საფასურის გაზრდა, ვინაიდან პანდემიის პერიოდში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილია ჰიგიენური საშუალებების ფასები.

„ზოგადად ინფლაციის დონეც გასათვალისწინებელია და ასევე ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. ვიცით, რომ ქვეყნის მასშტაბით ფასმა მოიმატა და ეს საშუალებები ჩვენ ძალიან ბევრი გვჭირდება.

შესაბამისად, ფასნამატი იქნება, მაგრამ არა დრამატული და ძალიან მნიშვნელოვანი. მანიპულაციების შესაბამისად, არის მაღალი რისკის შემცველი მანიპულაციები, სადაც უფრო მაღალი დაცვის საშუალებები უნდა გამოვიყენოთ და დაბალი რისკის მანიპულაციები, სადაც სხვა საშუალებებს ვიყენებთ, რომელსაც დანახარჯი ნაკლები აქვს“, –  აღნიშნა ზურაბ ალხანიშვილმა

მსგავსი თემები