რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ სტომატოლოგიური კლინიკები

  •  

დღის ბოლომდე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.rama.moh.gov.ge გამოქვეყნდება სპეციალური განაცხადის ფორმა და ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ სტომატოლოგიური დაწესებულებები.

ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ზაალ კაპანაძის განცხადებით, მთავრობის მიერ დაანონსებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში, სტომატოლოგიის ასოციაციებთან და სტომატოლოგთა პროპკავშირებთან შეთანხმებით, მათი უშუალო ჩართულობით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათავალისწინებით, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების აღდგენის პროცესთან დაკავშირებით გარკვეული მოთხოვნები შემუშავდა.

„სტომატოლოგიურმა კლინიკებმა უნდა შეავსონ განაცხადი და გადააგზავნონ ელექტრონილი ფოსტის მისამართზე – dent@moh.gov.ge.

11 მაისიდან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულიების სააგენტოს და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები შემოსული განცხადებების საფუძველზე დაიწყებენ სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგს.

შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში და გეგმური შემოწმების განხორციელების შემდეგ, კლინიკებს მიეცემათ უფლება, ჩვენს მოსახლეობას მიაწოდონ გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების სერვისი“, – აღნიშნა ზაალ კაპანაძემ.

მსგავსი თემები