„წელს საზღვაო სეზონი ჩავარდნილია“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტ მთავარში“ (ვიდეო)

სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, საქართველოს საზღავო კურორტებზე წელს ტურისტების ნაკადის სიმრავლეს გამორიცხავს.

ალავერდაშვილის ვარაუდით 2021 წლამდე ქართულ საზღვაო კურორტებს უცხო ქვეყნის დამსვენებლები არ ეყოლება.

„ტრადიციულად ივლისი აგვისტო არის დატვირთული, თუმცა ახლა იგივე მდგომარეობაა მეზობელ ქვეყნებში, რაც ჩვენთან, როგორც ეპიდემიოლოგიური ასევე ეკონომიური კუთხით.

დაველოდოთ რეგულაციებს და იმის მიხედვით გადავწყვეტთ როგორ ვიმოქმედოთ რეალურად ჩვენ უნდა ვისწავლოთ სხვანაირად ცხოვრება, ამ რეგულაციებს მთელი მსოფლიო მიიღებს და შეჯერდებიან.

სიტუაციიდან გამომდინარე საზღვრის გახსნის საშუალება შეიძლება ისეთ ქვეყნებთან მოგვიწიოს საიდანაც სულ არ ველოდებით ტურისტებს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და გვქონდეს ორმხრივი ინფორმაცია, არც ისაა გამორიცხული მოცემული გეგმა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე საფრთხის წინაშე დადგეს.

ამ ეტაპზე კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიშოვოთ 140 მილიონი დოლარი, რომ ერთი წლით გადავავადოთ სესხები, როგორც ფიზიკურ პირებზე ისე იურიდიულ პირებზე, საჭიროა 25 წლიანი სესხი, ეს არ უნდა იყვეს მაღალ პროცენტიანი სესხი, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სავალუტო ფონდებთან,ეს არის ბიზნესის გადარჩენის ერთადერთი გზა,“ – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაშიაუცილებელია  წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები