“სამკურნალო საშუალებების და აღჭურვილობის ერთი თვის მარაგი გვაქვს, რომელიც შეიძლება არ დაგვჭირდეს” – ლევან რატიანი

  •  

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში სამკურნალო საშუალებების და პირადი აღჭურვილობის დეფიციტი არ არის.

“ჩვენს კლინიკაში არც სამკურნალო საშუალებების, არც პირადი აღჭურვილობის დეფიციტი არ არის. თუ ასეთი ტემპი გაგრძელდა, დაახლოებით გვაქვს ერთი თვის მარაგი, რომელიც ალბათ არ დაგვჭირდება, ვინაიდან ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრად შემცირების ტენდენცია გვაქვს. აქედან გამომდინარე, დაავადებულები. ალბათ, ყველაფერი კარგად იქნება“, – აღნიშნა რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსი 623 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 288 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

მსგავსი თემები